reesta.ge მიესალმება ჩვენს ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი საიტის სტუმრობის დროს, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება reesta.ge-ზე თქვენი სტუმრობის დროს.
reesta.ge -ს მიერ შემოთავაზებული მომსახურების სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა).
საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შესაძლოა, ზოგჯერ განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაეცნოთ მას პერიოდულად.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესების და პირობების ნაწილს და პოლიტიკაზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება. ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს, რეგულირდება და განიმარტება სარგებლობის წესების და პირობების შესაბამისად.
პოლიტიკის მიზნები და მოქმედების სფეროს
reesta.ge ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ reesta.ge -ს მომსახურებით. შესაბამისად, reesta.ge-მ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება reesta.ge -ზე მომხმარებლებისგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც reesta.ge-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. reesta.ge ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს.
პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ reesta.ge-ს გამოყენების შედეგად მოიპოვება reesta.ge-ს მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან reesta.ge-სთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი reesta.ge -ს საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში — მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც reesta.ge არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, reesta.ge-სთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას, ისეთს, როგორიცაა კონფიდენციალურობის განაცხადი ან შეტყობინება და ნებისმიერი სავალდებულო ძალის მქონე მოქმედი კანონი ან რეგულაცია.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ reesta.ge-ს საიტს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, reesta.ge -ს ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და თქვენი ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)
დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით reesta.ge საიტის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.
reesta.ge გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
- reesta.ge საიტის ტექნიკური ადმინისტრირების და განვითარების მიზნებისათვის,
- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის,
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად,
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
reesta.ge იცავს და პატივს სცემს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები
ა) სამართლიანობა და კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.
ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.
გ) გამჭვირვალობა
მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.
დ) განადგურება
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.
ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები
დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.
ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
reesta.ge-მ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
რა უნდა გაითვალისწინოთ
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად reesta.ge-ს ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით reesta.ge-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ reesta.ge-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც უფრო დაცულად მიიჩნევთ.
პერსონალური მონაცემებზე წვდომა
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს,
- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა, ან
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ reesta.ge-ს ანგარიშის რეგისტრაციის დროს გამოყენებული თქვენი ელფოსტიდან გამოგვიგზავნოთ წერილი მისამართზე info@reesta.ge