რას ნიშნავს ეს სერვისი?
რა სურვილებს ვასრულებთ?
ვის შეუძლია მოგვმართოს?
გაინტერესებს რა სურვილი ჰქონდა მას?
მისი თანხმობის გარეშე ჩვენ არ დავასახელებთ მის სახელს, მაგრამ სურვილის შესახებ მოგიყვებით. ეს შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვისაც.
ჩვენ მას ეს თხოვნა სიამოვნებით შევუსრულეთ. იმისთვის, რომ მას ეჭვი არ დარჩენოდა ქვების აღების ადგილების შესახებ, ჩვენ გავაკეთეთ საჭირო დამადასტურებელი ფოტოები, სადაც კარგად ჩანდა ის ადგილები, სადაც ჩვენ ავიღეთ ის ქვები. ყველაფერი ცალ-ცალკე შევფუთეთ, გავუკეთეთ წარწერები და გავუგზავნეთ.
როდესაც მან მიიღო ეს ამანათი, მოგვწერა წერილი და დიდი მადლობა გადაგვიხადა. ის ძალიან გახარებული იყო. ის ქვები მას დალაგებული აქვს სახლში თვალსაჩინო ადგილზე და როდესაც სტუმრები ეკითხებიან მას ამ ქვების შესახებ, ის დიდი სიყვარულით უყვება ამ ქვების ისტორიას. მისთვის ეს ქვები სამშობლოს ძვირფასი ნაწილია იმ შორეულ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს.
ის იმდენად კმაყოფილი იყო ჩვენს მიერ შერჩეული ნიმუშებით და სურვილის შესრულების სისწრაფით, რომ წინასწარ შეთანხმებულ და უკვე გადახდილ თანხას კიდევ ერთი ბონუსის ბარათიც მოაყოლა.
ამის შემდეგ ჩვენ დავფიქრდით და გვინდა სხვებსაც შევთავაზოთ ეს სერვისი.
რა სურვილი შეიძლება შევასრულოთ?
სურვილი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგალითად ასეთი:
- ვიყიდით და მივიტანთ კონკრეტულ მისამართზე შეთანხმებულ დღეს საჩუქრებს (თაიგულს, სუნამოს, ახალ სმარტფონს, სარეცხის მანქანას, ტელევიზორს, მაცივარს და სხვა).
ან ასეთი:
- თუ გყავთ მოხუცები სოფელში, ვისაც დახმარება სჭირდება (შეშის მიტანა, დახერხვა და ეზოში დალაგება), ჩვენ ამ საქმესაც შეგისრულებთ.
ან ასეთი:
- შევიძენთ (გავყიდით) ბინას ან მიწის ნაკვეთს თქვენთვის სასურველ ადგილას
—
თუ თქვენც გაქვთ სურვილები, ჩვენ შეგვიძლია თქვენი სურვილი რეალობად ვაქციოთ. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ თქვენი სურვილის შესახებ. თუ ეს სურვილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, და თუ მის შესრულება ჩვენს ძალებს არ აღემატება, ჩვენ მას აუცილებლად შეგისრულებთ.
სურვილის შესრულების ხარჯებს შეთანხმების შემდეგ შემკვეთი გადაიხდის წინასწარ.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს საქმიან რეპუტაციას და ვასრულებთ სურვილებს შეთანხმებულ ვადებში და პირობებში. კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომლის შესრულება ჩვენ შეგვიძლია, დაგვეკონტაქტეთ და დაგველაპარაკეთ დეტალებზე.
რა სურვილი შეიძლება იყოს?
ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი სურვილი.
ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და გაახარეთ თქვენი ახლობლები საქართველოში.
მომსახურების ღირებულება
მომსახურების ღირებულება შედგება ორ ნაწილისგან.
ერთი არის ის ხარჯი, რომელიც უნდა გაწიოს სურვილის ინიციატორმა (ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტის, სასტუმროს, საჩუქრის, გამოგზავნის და სხვა ხარჯები), მეორე კი ჩვენი მომსახურების საფასური.
ხარჯის პირველი ნაწილი დამოკიდებულია სურვილის შინაარსე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.
ხარჯის მეორე ნაწილის შესახებ (ჩვენი მომსახურების საფასური) სურვილის ინიციატორს (დამკვეთს) და ჩვენს (შემსრულებელი) შორის დგება ცალკე შეთანხმება.
შეთანხმებული თანხის ორივე ნაწილი უნდა იყოს სრულად გადმორიცხული სურვილის ინიციატორის მიერ საქმის დაწყებამდე.
როდესაც ჩვენ დამკვეთთან ერთად მოვახდენთ ყველა ხარჯის დათვლას, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ნომინალის ბარათი უნდა შეიძინოს დამკვეთმა. შეიძლება მას 2 ან 3 ბარათის შეძენა დასჭირდეს. ეს დამოკიდებული იქნება გასაწევი ხარჯების მოცულობაზე.