გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები და პირობები, რადგან საიტზე შეძენილი პროდუქტი ან მომსახურება ადასტურებს იმას, რომ თქვენ წაიკითხეთ და ეთანხმებით ამ წესებს და პირობები
ვებ გვერდი reesta.ge წარმოადგენს ი.მ. გია წიკლაურის (ს/კ 47001003514) საკუთრებას.
თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი საიტის მომსახურებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი საიტის წესებს და პირობებს.
1.ზოგადი პირობები
ტერმინთა განმარტება:
ჩვენ – ი.მ. გია წიკლაური “
თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;
1.1. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ :
- ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ვებ გვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
- დაიცავთ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს და ვებ გვერდით სარგებლობის წესებს.
- თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
- დაიცავთ საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთვებთ გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
- დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვედრდის მართვას.
- არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად, არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და სხვა მომხარებლის გვერდს;
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით და ამ წესებით.
- რეგისტრაცია
- პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე
- რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ მხოლოდ ზუსტი, სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ უფლებას სისტემაში შესვლისთვის (თქვენი სახელით, პირადი ნომრით, პაროლით და ა.შ. ) ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე.
3. მომსახურების მიღება
ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია ყველა დარეგისტრირებული პირისთვის, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავადასტუროთ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.
3.1. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენს სისტემებაში ან ამ ვებგვერდზე არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.
თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:
1. ჩვენს კომპანიაში მომუშავე ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში;
3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
3.2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებ გვერდთან დაკავშირებით, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია, არსებობს იმის შესაძლებლობა რომ ვერ მიიღოთ მომსახურება და ონლაინ ანგარიშსწორებაც დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი იქნებით თქვენ.
- მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
4.1 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (მაგ. თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი და ა.შ.), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, მაგალითად ჩვენთან ყიდულობთ პროდუქტს. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა სავალდებული ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
4.2 თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას
- თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად;
- მომსახურების შესასრულებლად
- მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ზოგად ბაზაში;
- ვებგვერდის მართვისთვის;
- თქვენთან კონტაქტისთვის და იმ ინფომრაციის მოსაწოდებლად, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება.
4.3. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და რეკლამის დამკვეთ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.
4.4. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
4.5.ინფორმაციის განახლება და შეცვლა
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის გვერდიდან. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
- ონლაინ შესყიდვები-შესყიდვის პროცედურა
შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე.
ინტერნეტ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და მოათავსოთ ვირტუალურ კალათში;
პროდუქტის ძებნისთვის საძიებო სიტყვა, მაგ. ჩურჩხელა, ჩაწერეთ ველში „ პროდუქტის ძებნა …” საიტის ცენტრში არსებულ საძიებო სისტემაში.
- ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:
- შეკვეთის (პროდუქტის და ამანათის გამოგზავნის საფასურის) სრული ღირებულების წინასწარი ჩარიცვხა ჩვენს ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით.
- (დანერგვის პროცესშია) ონლაინ გადახდა ბარათით ყიდვის მომენტში, ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს საიტზე გადაიხადოთ ელექტრონული ბარათით. შეგახსენებთ, რომ თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოება.
7. მიწოდება
შეკვეთილი პროდუქციის გამოგზავნა განხორციელდება შეკვეთის ღირებულების სრულად მიღებიდან სამ სამუშაო დღეში. გამოგზავნის საფასური ანგარიშდება საქართველოს ფოსტის ტარიფებით და ჩვენზე დამოკიდებული არ არის.
გამოგზავნის საფასური დამოკიდებულია გამოსაგზავნი ამანათის წონაზე და ქვეყანაზე, სადაც იგზავნება ამანათი, ამიტომ გამოგზავნის საფასური არ შედის პროდუქტის ღირებულებაში და ანგარიშდება ცალკე.
8. შეკვეთის გაუქმების პირობები
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსების დღეს, საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე გაუქმების მოთხოვნის გამოგზავნით. შეკვეთა ჩაითვლება გაუქმებულად, თუ ჩვენ დაგიდასტურეთ გაუქმების მოთხოვნის მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ გამოგზავნილი პროდუქტის ხარისხს, შეკვეთაში პროდუქტის დანაკლისის ან ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ პროდუქტის მიღებისთანავე. დაგვიანების შემთხვევაში დანაკლისი არ ანაზღაურდება.
9. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია:
- ელექტრონული ფოსთა:info@reesta.ge
- მობ: +995 592 75 75 01